ისრაელმა აკრედიტაცია გაუუქმა რვა ნორვეგიელ დიპლომატს, რომლებიც პალესტინის ხელისუფლებასთან მუშაობენ

ისრაელმა აკრედიტაცია გაუუქმა რვა ნორვეგიელ დიპლომატს, რომლებიც პალესტინის ხელისუფლებასთან მუშაობენ

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არის პასუხი ბოლოდროინდელ ისრაელის საწინააღმდეგო და ნორვეგიის მთავრობის ცალმხრივ ნაბიჯებზე, მათ შორის პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასა და ნორვეგიის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მწვავე განცხადებებზე.

ნორვეგიის ელჩი იერუსალიმში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ დიპლომატებს აკრედიტაცია შვიდ დღეში გაუუქმდებათ, ხოლო ვიზა სამ თვეში.

„ნაცვლად იმისა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ებრძოლოს პალესტინის ტერორიზმს და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანის ბოროტების ღერძთან, ნორვეგიამ აირჩია „ჰამასის“, მკვლელებისა და მოძალადეების დაჯილდოება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების სახით. ოსლო ასევე შეუერთდა უსაფუძვლო სარჩელს ჩვენს წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

banner
წინა სტატიაშიოჯახი 13 წლის დაჩი ქარჩავას ეძებს
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს იმეორებს