ისრაელმა 3+3 იდეა დაასამარა, ეს ივანიშვილის რეჟიმის დასამარებაშიც კარგ როლს ითამაშებს – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულ იერიშებს ეხმიანება და მათ ე.წ.3+3 ფორმატის კუთხით განიხილავს:

“ტრადიციულ ღირებულებათა დამცველი” ბნელი და ანგარებიანი მღვდლების ქვეყანა, რომლის მსგავსი რეჟიმის დამყარება უნდა ივანიშვილს და მის გარემოცვას ( საპატრიარქოც მისი ნაწილია), მძიმე დღეშია.

ოკუპანტ რუსეთთან ერთად ე. წ. 3+3 ალიანსში უნდოდათ ქვეყნის შეთრევა და ოფიციალურადაც დაიწყეს ამ იდეის პოპაგანდირება. ამისთვის გაამწესეს მთავარ მომხსენებლად პუტინისტი პროფესორო ჯეფრი საქსი ჯერ ახლახან გამართულ ეროვნული ბანკის კონფერენციაზე, შემდეგ მთავრობის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ფორუმზე.

ამ კრემლის მოსყიდული პროპაგანდისტის მოხსენების მთავარი შინაარსი იყო რუსეთის მიერ გამოგონებული ამ ახალი ალიანსის სიკეთეებზე ქადაგება. მისი აზრით, საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში კი არ არის, არამედ ამ ავტორიტარული ქვეყნების გაერთიანებაში.

ისრაელმა დაასამარა 3+3-ის იდეა. ივანიშვილის რეჟიმის დასამარების საქმეშიც კარგ როლს ითამაშებს ის მოვლენები, რაც ჩვენს ახლო სამეზობლოში ხდება”, – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა გასულ ღამეს “ყუდსის ძალების” სამეთაურო პუნქტსაც დაარტყა
შემდეგი სტატიამოსალოდნელია თუ არა გაჟონვა ან გაფრქვევა ირანის ბირთვული ობიექტებიდან? – ანალიზი