ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანი ყოველი იმ რაკეტისთვის დაისჯება, რომელსაც ისრაელის მიმართულებით გაისვრის.
„ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად უპრეცედენტო ძალით აყენებენ იერიშებს თეირანის გულში მდებარე რეჟიმის ობიექტებსა და რეპრესიულ სტრუქტურებს”
“ირანის დიქტატორი ისრაელის მოსახლეობის მიმართულებით ყოველი რაკეტის გასროლისთვის დაისჯება და მათ წინააღმდეგ იერიშები სრული სიმძლავრით გაგრძელდება”, – ამბობს ისრაელ კაცი.