ხაიფაში მდებარე ისრაელის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ოპერატორი აცხადებს, რომ ხუთშაბათს, ირანული სარაკეტო იერიშის შედეგად, ობიექტი დაზიანდა, თუმცა საწარმოო სიმძლავრეების უდიდესი ნაწილი მუშაობას განაგრძობს, — იუწყება სააგენტო Reuters.
კომპანია Oil Refineries Ltd-ის განმარტებით:
თავდასხმისას „ლოკალიზებული დარტყმების“ შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და არ არის მსხვერპლი.
საწარმოო ხაზები, რომლებმაც მუშაობა შეაჩერეს, ამჟამად გადატვირთვის პროცესშია.















