ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა.
„მე გავეცი ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება. არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი, ყველაფერი ჩაიკეტა“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.
„ჩვენ ადამიან-ცხოველებს ვებრძვით და შესაბამისად ვმოქმედებთ“, – განაცხადა მან.