ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ებრაელებს საფრანგეთის დატოვებისკენ მოუწოდა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა ებრაელებს საფრანგეთის დატოვებისკენ და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდა – ჩინოვნიკის სიტყვებს Haaretz ციტირებს.
“ეს ჩვენი ქვეყანაა, ეს ჩვენი მიწაა. დატოვეთ საფრანგეთი, ჩამოდით ისრაელში თუკი ებრაელებად დარჩენა გსურთ, თუკი გსურთ რომ თქვენი შვილები და შვილიშვილები ებრაელები იყვნენ, დატოვეთ საფრანგეთი, განახორციელეთ ალია ისრაელში” – მოუწოდა ლიბერმანმა.

თელ-ავივი თვლის, რომ პარიზი და ვაშინგტონი ბარაკ ობამას გადადგომამდე სადავო სიტუაციების შესახებ გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც გაეროს უშიშროების საბჭო 20 იანვრამდე, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე დაამტკიცებს. შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშენებლობებს უკრძალავს.

იორდანის დასავლეთი ნაწილი ისრაელმა 1967 წელს მიმდინარე 6 დღიანი ომის დროს დაიპყრო, რასაც გაერო არაკანონიერად თვლის.

banner
წინა სტატიაშისავჩენკომ ევოლუციურ-რევოლუციური მოძრაობის შექმნის შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიარუსულმა სასამართლომ უკრაინულ მაიდანს “სახელმწიფო გადატრიალება” უწოდა