ქვეყანა სამხრეთ ლიბანში, საზღვრიდან მდინარე ლიტანამდე ტერიტორიის დაკავებას აპირებს,-აღნიშნულ საკითხზე განცხადება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გაავრცელა.
მისივე თქმით, ისრაელის მიზანია, ამ გზით დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ე.წ. თავდაცვითი ბუფერული ზონა შექმნას.
ისრაელ კაცმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელელი სამხედროები ხიდებსა და უსაფრთხოების ზონას ლიტანამდე გააკონტროლებენ.
„სქაი ნიუსის“ ცნობით, 13 მარტიდან ისრაელმა უკვე გაანადგურა მდინარეზე გადებული ხუთი ხიდი, რათა „ჰეზბოლას“ გადაადგილებაში პრობლემები შეჰქმნოდა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის გაფართოებული შეტევის დაწყებიდან დღემდე ლიბანში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 3 000-მდე კი დაიჭრა.
















