,,ისრაელის თავდაცვის ძალები სამუდამოდ დარჩება ღაზას უსაფრთხოების ზონაში”,– ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ოფიცერთა მომზადების ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა ისრაელის მიერ იემენსა და ირანზე გასულ წელს განხორციელებული დარტყმებზე ისაუბრა.
„მომავალშიც არ დავუშვებთ ისრაელის წინააღმდეგ განადგურების მუქარას – და ვიმოქმედებთ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, ახლო თუ შორს. დღევანდელი პოლიტიკა ინიციატივის, გადამწყვეტობის, საფრთხეების მოხსნისა და ისრაელის საზღვრებისა და თემების მტრის ტერიტორიიდან დაცვის პოლიტიკაა“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.















