15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანზე დარტყმები გაძლიერდება და ახალ სამიზნეებს მოიცავს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანის ტერიტორიაზე IDF-ის (ისრაელის თავდაცვის ძალების) იერიშები კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

მისი თქმით, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ირანული რეჟიმი ისრაელის სამოქალაქო დასახლებების მიმართულებით რაკეტების გაშვებას არ წყვეტს.

„ჩვენი დარტყმები გაფართოვდება და მოიცავს დამატებით სამიზნეებსა და სფეროებს, რომლებიც რეჟიმს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღის წარმოებასა და გამოყენებაში ეხმარება“, — აღნიშნა კაცმა.

banner
წინა სტატიაშიდამსაქმებლები არასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო 1.048 მლნ ლარით დაჯარიმდნენ – ორი თვის სტატისტიკა
შემდეგი სტატიაკომიტეტმა “საბიუჯეტო კოდექსში” ცვლილებას მხარი დაუჭირა