10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანთან კონფლიქტი “გადამწყვეტ ფაზაში” შედის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ირანთან კონფლიქტი „გადამწყვეტ ფაზაში“ შედის. მან ეს კომენტარი დღეს დილით, არსებული ვითარების შეფასებისას გააკეთა.

კაცმა დონალდ ტრამპსაც მიულოცა წუხელ ირანის ნავთობის მოპოვების მთავარ ცენტრზე — კუნძულ ხარგზე მიყენებული „მძიმე დარტყმა“ და მას „ჰორმუზის სრუტის ნაღმების ველების საპასუხო, მართებული რეაქცია“ უწოდა.

ამ კვირის დასაწყისში აშშ-მა განაცხადა, რომ იერიში მიიტანა იმ გემებზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტესთან ნაღმებს განათავსებდნენ. ირანი უარყოფს ინფორმაციას ნაოსნობის არხში ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსების შესახებ.

დღევანდელ კომენტარში ისრაელ კაცმა ასევე დაამატა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები „აგრძელებენ ძლიერ იერიშებს თეირანსა და მთელი ირანის მასშტაბით“, თუმცა აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის დასრულება მხოლოდ ირანელ ხალხს შეუძლია — არსებული რეჟიმის დამხობის გზით.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ხოდა აბა ამის შემდეგ კიდევ გააგრძელებს “ქოცი არ ვარ, მაგრამ”-ი ლაპარაკს, რომ მე არ ვარ პოლიტიკური პატიმარი?
შემდეგი სტატიაცხოველთა უფლებადამცველების პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან