11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.

ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ჰეზბოლას“ ირანელი მფარველებიც ზეწოლას ახდენენ და მუქარას ავრცელებენ, რადგან სერიოზული შეშფოთება აქვთ, რომ ისრაელი „ჰეზბოლას“ გაანადგურებს.

ისრაელ კაცის მტკიცებით, 8 აპრილის ოპერაციის დროს „ჰეზბოლას“ 200-ზე მეტი წევრი მოკლეს, საერთო ჯამში კი, ომის დაწყებიდან დაჯგუფების 1 400-ზე მეტი წევრია მოკლული, რაც ორჯერ მეტი რაოდენობაა ლიბანის მეორე ომთან შედარებით.

„ოპერაცია „მარადიული სიბნელე“ „ჰეზბოლასთვის“ ძალიან ძლიერი დარტყმა იყო, რამაც იგი გაოგნებული და დაბნეული დატოვა შეღწევის სიღრმით და დარტყმის მასშტაბით“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაგასულ წელს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 232 ფაქტი გამოავლინა