ისრაელის თავდაცვის მინისტრი ჰამასთან სამშვიდობო შეთანხმების გამო გადადგა

ისრეალის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ისრაელ-პალესტინას შორის შეთანხმებას ყოფილმა მინისტრმა “ტერორის წინაშე კაპიტულაცია” უწოდა.

“ახლა ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მოკლევადიან სიმშვიდეს ვყიდულობთ, ამის საფასური კი ეროვნული უსაფრთხოების გრძელვადიანი ზიანი იქნება” – თქვა ლიბერმანმა – წერს”ბიბისი” .

გარდა ამისა, ყოფილი მინისტრი ავრცელებს, რომ მისი პარტია “ისრაელი ჩვენი სახლი” პრემიერ-მინისტრის მთავრობის კოალიციიდან გამოვა. ეს პრემიერს საპარლამენტო უმრავლესობას ვერ წაართმევს, მაგრამ მემარჯვენე რალიგიური კოალიციის მანდატს 120-დან 61-მდე შეამცირებს.
პალესტინურმა დაჯგუფება “ჰამასმა” ლიბერმანის წასვლას “ღაზის პოლიტიკური გამარჯვება” უწოდა.

უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის კონფლიქტი ისე გამწვავდა, როგორც 2014 წელს. მხარეებმა ერთმანეთს ასობით რაკეტა ესროლეს. იყო მსხვერპლი.

banner
წინა სტატიაშიჰიტლერის და ებრაელი გოგონას ფოტოს აუქციონზე გაყიდიან
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი-არჩევნების პროცესში დაპირისპირებამ ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი უნდა გახადოს