ისრაელის თავდაცვის მინისტრი გადადგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი გადადგა

ISRAELIისრაელის თავდაცვის მინისტრი მოშე იაალონი გადადგა. განცხადებაში, რომელიც სოცქსელებშია გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ მის გადაწყვეტიელბაზე ზეგავლენა იქონია ქვეყნის პრემიერის ბინიამინ ნეთანიახუს დამოკიდებულებამ და მისმა “დაკარგულმა ნდობამ”.
“მე მთავრობას და კონგრესს ვტოვებ და ვაპირებ პოლიტიკაში შესვენება ავიღო” – განაცხადა იაალონმა.

მინისტრსა და პრემიერს შორის კონფლიქტი მარტის ბოლოს ჰევრონში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას დაიწყო – წერს Jerusalem Post-ი.
24 მარტს ჯარისკაცმა დაჭრილ პალესტინელს, რომელიც მისთვის საშიშროებას არ წარმოადგენდა, ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. პრემიერი ჯარისკაცის საქციელს ამართლებდა, იაალონი კი მომხდარის მორალურ-ეთიკურ საკითხზე საუბრობდა და სამხედროს მოქმედებას გმობდა.

banner
წინა სტატიაშიაბდესლამი პარიზის სასამართლოში პირველად გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაEgyptAir -ის გამცილებელმა ჩაძირული თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა ინტერნეტში