ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ინფრასტრუქტურაზე ავიაიერიში განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ რამდენიმე ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს ქმედება ჩრდილოეთ ისრაელზე ნაღმტყორცნებისა და სარაკეტო თავდასხმის საპასუხოა.

„გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა დაარტყეს „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის იარაღის საწყობებს, პოსტებსა და ობიექტებს ლიბანში,” – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ზურაბიშვილი სინამდვილეში არის „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი
შემდეგი სტატიათეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს აშშ მხარს არ უჭერს