ისრაელის თავდაცვის ძალები – მოკლულია ოთხი ადამიანი, რომლებიც ლიბანიდან ისრაელში შესვლას და ასაფეთქებელი ნივთიერების დაყენებას ცდილობდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროებმა ოთხი ადამიანი მოკლეს, რომლებიც ლიბანიდან ისრაელში შესვლას ცდილობდნენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელმა ისინი ტერორისტებად გამოაცხადა.

„ცოტა ხნის წინ თავდაცვის ძალებმა შენიშნეს ტერორისტული რაზმი, რომელიც ცდილობდა ლიბანიდან გადმოსვლას და ასაფეთქებელი მოწყობილობის დადგმას. მოკლულია ოთხი ტერორისტი“, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – „ქართულმა ოცნებამ“ და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, პრეზიდენტი არის ქვევრი და რასაც ჩავძახებთ მთავრობა, იმას თუ ამოგვძახებს, საერთოდ არ გავუშვებთო – მაშინ პრეზიდენტი რაღა საჭიროა?!
შემდეგი სტატიადაუშვილი აცხადებს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ მოწოდებას გაითვალისწინებს