ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის ტერიტორიაზე იერიშები გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ირანის ტერიტორიაზე იერიშები გრძელდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისრაელის თავდაცვის ძალების შემდეგი ნაბიჯი „თეირანის თავზე თავისუფლად მოქმედებაა“.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ დარტყმების სამიზნე იქნება ირანის ბირთვული ობიექტები, სამხედრო ობიექტები და ბალისტიკური რაკეტების გამშვები პუნქტები, ასევე სამხედრო მაღალჩინოსნები და ბირთვული მეცნიერები.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა 13 ივნისის ღამის საათებიდან ამ დრომდე ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად ისრაელის სამი მოქალაქე დაიღუ, თითქმის 70 დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ: მინდა ირანის ამაყ ხალხს მოგმართოთ – დროა, ირანელი ხალხი გაერთიანდეს დროშის ირგვლივ და აღდგეს თავისუფლებისთვის, ეს არის თქვენი შანსი
შემდეგი სტატიაირანელი გენერალი, რომელიც რუსეთს შაჰედის დრონებს აწვდიდა, ისრაელის იერიშებისას დაიღუპა