ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მასიური ავიადარტყმები განხორციელდა ღაზის ქალაქ შეჯაიას 150-მდე ობიექტზე.
როგორც თავდაცვის ძალებში აცხადებენ, ქალაქი შუჯაია არის „ტერორის ბუდე“, რომელსაც „ჰამასი“ იყენებს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საჰაერო იერიში განხორციელდა „ჰამასის“ ხელმძღვანელის სახლზეც, რადგან ბინა გამოიყენებოდა ტერორისტული ჯგუფის მიერ, როგორც „სამხედრო ინფრასტრუქტურა“.
რამდენიმე წუთის წინ, ისრაელმა საჰაერო თავდასხმა ღაზაში მდებარე ჰამასის საბრძოლო მასალის საცავზე განახორციელდა. როგორც მედია წერს, განადგურებულია ჰამასის საბრძოლო ბაზა.