ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში მდებარე უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტს დაარტყეს,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა გაავრცელა ინფორმაცია.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში [ასალუიეში] მდებარე უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტს ძლიერი დარტყმა მიაყენეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თავდასხმა სხვა ობიექტზე განხორციელდა. ახლა ორი ობიექტი, რომლებზეც ირანის ნავთობქიმიური ექსპორტის დაახლოებით 85%-ი მოდის, ექსპლუატაციიდან ამოღებულია და არ ფუნქციონირებს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.
მისი თქმით, ასალუიეში მდებარე ობიექტს ქვეყნის ნავთობქიმიური პროდუქციის დაახლოებით ნახევარი აწარმოებდა.















