ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი – 70-ზე მეტმა საბრძოლო თვითმფრინავმა შეძლო თეირანში 40-ზე მეტ სამიზნეზე დარტყმა, თეირანამდე გზა გახსნილია

ისრაელმა ჩაატარა ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეჩერებას, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.

„70-ზე მეტმა საბრძოლო თვითმფრინავმა შეძლო ორსაათ-ნახევრის განმავლობაში თეირანის თავზე ფრენა და 40-ზე მეტ სამიზნეზე დარტყმა. თეირანამდე გზა გახსნილია“, – განაცხადა დეფრინმა.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვა. დეფრინის თქმით, ეს ირანის ყველაზე ღრმა ტერიტორიაა, სადაც ისრაელის საჰაერო ძალებს მანამდე უმოქმედიათ.

„ჩვენ დავამყარეთ საჰაერო თავისუფლება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიმოქმედოთ და ავიცილოთ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები“, – განაცხადა დეფრინმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ესკალაცია, დღეს ასობით ჰექტარი ტყე დავკარგეთ, საძოვრები დაკარგა ხალხმა, შეიძლება, საერთოდ ომის წინაშე დავმდგარიყავით
შემდეგი სტატიაზელენსკი: აშშ-სა და რუსეთს ძალიან თბილი დიალოგი აქვთ, მაგრამ პუტინი ტრამპს მოატყუებს