10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი – ირანის ტერორისტულ რეჟიმს ვანადგურებთ

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი აცხადებს, რომ ისრაელი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას „ჰეზბოლაზე“ თავდასხმისთვის.

„ჩვენ ირანის ტერორისტულ რეჟიმს ვანადგურებთ და გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ჩვენი წარმატებების გასაღრმავებლად. „ჰეზბოლამ” გადაწყვიტა, ირანთან ერთად შეუერთდეს კამპანიას და ამის საფასურს იხდის. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა დავარტყათ „ჰეზბოლას“, გავაღრმაოთ მიღწევები და აღმოვფხვრათ საფრთხე“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა.

ზამირმა ასევე აღნიშნა, რომ ეს „დიდი შესაძლებლობაა“ და რომ ისრაელი ემზადება „გახანგრძლივებული ოპერაციისთვის“.

banner
წინა სტატიაშიჭიათურამ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი ვერ აითვისა – აუდიტი
შემდეგი სტატიააზერბაიჯანში დააკავეს პირები, რომლებიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აფეთქებას გეგმავდნენ