13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი ახალ საბრძოლო გეგმებზე საუბრობს

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ მან დაამტკიცა ახალი საბრძოლო გეგმები როგორც ლიბანისთვის, ასევე ირანისთვის.

ის ასევე ამბობს, რომ გასულ თვეში საომარი მოქმედებების გამწვავების შემდეგ ლიბანში 1700-ზე მეტი ჰეზბოლას ოპერატიული წევრი დაიღუპა.

„გუშინ გენერალური შტაბის ფორუმთან ერთად დავამტკიცე მომავლის გეგმები. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის მიმდინარე შეფასების ჩატარებას და გეგმების დამტკიცებას როგორც ლიბანში, ასევე ირანში“,_ განაცხადა მან.

„აშშ-ის სამხედროებთან ერთობლივი ოპერაციის დროს ჩვენ სასტიკი დარტყმა მივაყენეთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, წავართვით მათ თავდაცვითი შესაძლებლობები და დავასუსტეთ. ახლა არ უნდა დავუშვათ, რომ მათ მიაღწიონ წარმატებებს ბირთვულ საკითხში, ჰორმუზის სრუტეში და დღის წესრიგში არსებულ სხვა საკითხებში“, – ამბობს ზამირი.

ის ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები „მზადყოფნის ძალიან მაღალ დონეზეა“.

ზამირი დასძენს, რომ მან ბრძანება გასცა, „რომ სამხრეთ ლიბანის მთელი ტერიტორია ლიტანის [მდინარე] ხაზამდე ჰეზბოლას ტერორისტებისთვის სასიკვდილო ზონად იქცეს“.

banner
წინა სტატიაშისაკანონმდებლო ორგანომ “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიაAXIOS: აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელების შეთანხმებასთან ახლოს არიან