9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი: ისრაელი ირანის წინააღმდეგ კამპანიას მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში გააგრძელებს

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფი დეფრინის თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებს ირანში ოპერაციისთვის მინიმუმ სამი კვირის გეგმები აქვთ, რომლის დროსაც ათასობით სამიზნეს დაარტყამენ.

„წინ ათასობით სამიზნე გვაქვს. მზად ვართ, ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან კოორდინაციით, გეგმებით, სულ მცირე, ებრაული დღესასწაულის, პასექის ჩათვლით, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში. უფრო ღრმა გეგმები გვაქვს სამი კვირის შემდეგაც კი“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები არა წამზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ მიზნების მისაღწევად მუშაობენ.

„არ ვმუშაობთ წამზომის ან გრაფიკის მიხედვით, არამედ ჩვენი მიზნების მისაღწევად, რომელიც ირანის რეჟიმის სერიოზულად დასუსტებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ქარმა სამტრედიაში ხე წააქცია
შემდეგი სტატია“ლელო” ოპოზიციას და “ქართულ ოცნებას” მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს