ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ

ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზას სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ქვეყნის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს გეგმები, რომლებსაც ღაზას სამმართველო და სამხრეთის სარდლობა ადგენს, შემდეგ შესაძლოა, ისრაელის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას განსახილველად გადაეცეს.

ბოლო დღეების განმავლობაში პოტენციური შეჭრის წინ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა მედესანტეების ბრიგადიდან, გოლანის ქვეითი ბრიგადიდან და მე-7 ჯავშანსატანკო ბრიგადიდან საზღვართან დამატებითი სახმელეთო ჯარები განალაგა, მაგრამ ასეთი კამპანიის განხორციელების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებ
შემდეგი სტატია„ლელო“ პარლამენტში ქმნის ფრაქციას, რომელსაც სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე უერთდებიან