5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანში სამიზნეების წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი“ დარტყმები დაიწყეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა დასავლეთ ირანში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი“ დარტყმების მორიგი ტალღა დაიწყო.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ ლიბანში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ კუთვნილი ინფრასტრუქტურის დაბომბვას.

მათივე ცნობით, ლიბანის ალ-კატრანის რაიონში რაკეტების გამშვები რამდენიმე ტერიტორია დაბომბეს, საიდანაც „ჰეზბოლა“ „რაკეტების დაუყოვნებლივ გაშვებას“ გეგმავდა.

ცნობისთვის, ირანმა და ისრაელმა ღამით ერთმანეთის წინააღმდეგ იერიშები მიიტანეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაკეტები და დრონები მოიგერიეს სპარსეთის ყურის ქვეყნებშიც.

banner
წინა სტატიაშიაბას არაღჩი: აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგა, რომელსაც ასე აქებდნენ, გახვრეტილი აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია: „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში დამყარებულია დიქტატურა