ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში ისრაელმა ირანზე დაახლოებით 3 400 დარტყმა განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, ეფი დეფრინი აცხადებს, რომ ისრაელის ძალებმა 150-ზე მეტი ირანული თავდაცვითი სისტემა გაანეიტრალეს.
სპიკერის თქმით, ისრაელი ახლა ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავიდა და „რეჟიმის ძირითად საწარმოო ობიექტებზე აფართოებს თავდასხმებს“.
ლიბანთან დაკავშირებით ეფი დეფრინი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს ბეირუთის დაჰიეს გარეუბნის დაბომბვას, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ტერორისტების დევნას და მათ მიერ შექმნილი ტერორისტული შტაბ-ბინების განადგურებას.

















