reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, განახორციელეს „ჰეზბოლას“ მებრძოლების ლიკვიდაცია, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ რეაქტიული ყუმბარებით.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანის ნაბატიეს რაიონში რაკეტის გამშვებ მოწყობილობას დაარტყეს, რათა აღმოეფხვრათ საფრთხე, რომელიც მათ ჯარისკაცებს ემუქრებოდა.
ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, დაარტყეს შენობას, საიდანაც მებრძოლები მოქმედებდნენ და საფრთხის შემცველი რაკეტის გამშვები მოწყობილობა გაანადგურეს.


















