სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ ოპერატიულ ჯგუფებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განხორციელდა,- ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დღეს საჰაერო და საარტილერიო დარტყმები სამხრეთ ლიბანში, ისრაელის მიერ კონტროლირებადი უსაფრთხოების ზონის ჩრდილოეთით განხორციელდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეებში შედიოდა რაკეტების გამშვები რაზმები, რომლებიც ისრაელის ჯარებსა და ისრაელზე თავდასხმებს გეგმავდნენ, რაკეტების გამშვები მოწყობილობა, იარაღის საწყობი და დაჯგუფების მიერ გამოყენებული სხვა შენობები.
„ჰეზბოლა“ უარყოფს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალდებას, რომ ის საფრთხეს უქმნის ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აცხადებს, რომ გააგრძელებს რეაგირებას ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანში ზავის დარღვევებსა და ოკუპაციაზე.














