15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის ძალები: სამხრეთ ლიბანის სოფლებში დაბრუნება კვლავ სახიფათოა

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) კიდევ ერთხელ მიმართავს ლიბანის მშვიდობიან მოსახლეობას და აფრთხილებს, რომ სამხრეთ ლიბანის სოფლებში დაბრუნება კვლავ სიცოცხლისთვის სახიფათოა.

არმიის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ავიჩაი ადრაიმ განაცხადა, რომ IDF აგრძელებს დისლოკაციას სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ მიმდინარე ტერორისტული აქტივობების საპასუხოდ.

მოსახლეობას მკაცრად ეკრძალება გადაადგილება მონიშნული სოფლების სამხრეთით და მათ შემოგარენში.

დრაიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აკრძალულია მიახლოება მდინარე ლიტანის მიმდებარე ტერიტორიასთან, ასევე ვადი ალ-სალჰანისა და სალუკის რაიონებთან.

ისრაელის არმია შიშობს, რომ მოსახლეობის მასობრივი დაბრუნება შესაძლოა „ჰეზბოლამ“ გამოიყენოს საკუთარი ინფრასტრუქტურის აღსადგენად ან მებრძოლების შესანიღბად, რაც ზავს საფრთხის ქვეშ დააყენებს.

banner
წინა სტატიაშიაგროსექტორის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა
შემდეგი სტატიაჩაანაცვლებს თუ არა “მსოფლიო თასზე” ირანს იტალია