მძევლების სახლში დაბრუნება უდიდესი მნიშვნელობის ეროვნული ძალისხმევაა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროები „ჰამასის“ ტერორისტული დაჯგუფების გასანადგურებლად და მძევლების ისრაელში დასაბრუნებლად ყველაფერს აკეთებენ.
„მძევლების სახლში დაბრუნება უდიდესი მნიშვნელობის ეროვნული ძალისხმევაა და ჩვენი ყველა აქტივობა, როგორც ოპერატიული, ისე სადაზვერვო, ამ გეგმის განხორციელებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა ჰაგარიმ.
„ჩვენ ვმოქმედებთ იმ მიზნების შესაბამისად, რომლებიც ჩვენ დავსახეთ. აღნიშნული მიზნებია – “ჰამასის” განადგურება, საზღვრების დაცვა და მძევლების სახლში დაბრუნება“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.