მძევლების დახოცვა სიტუაციას არ გააუმჯობესებს და მათ ეს იციან, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების საერთაშორისო სამხედრო პრესსპიკერმა, რიჩარდ ჰეხტმა განაცხადა.
„თუ ისინი ზიანს მიაყენებენ ერთ-ერთ ამ ბებიას, ერთ-ერთ ამ ჩვილს ან რომელიმე ამ ბავშვს, ეს არ გააუმჯობესებს სიტუაციას და მათ ეს იციან“, – აღნიშნა რიჩარდ ჰეხტმა.
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში, სავარაუდოდ, 150-მდე მძევალი იმყოფება, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან.