ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ჰამასის ტერორისტი, რომელიც პარამედიკოსის სახელით მოქმედებდა.
მათი ინფორმაციით, იბრაჰიმ აბუ წაქარი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცების წინააღმდეგ გარდაუვალი ტერორისტული აქტის განხორციელებას გეგმავდა.
მათივე ცნობით, წარსულში ის ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა თავდასხმებს ისრაელის სახელმწიფოსა და IDF-ის წინააღმდეგ. გამოცემის ცნობით, პარამედიკოსის სტატუსის გამოყენებით, წაქარი საფრთხეს უქმნიდა როგორც ჯარისკაცების, ისე მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლეს
















