ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათ ლიბანის სამხრეთში მდებარე იარაღის შესანახ ობიექტზე იერიში მიიტანეს.
IDF-ის ცნობით, პარასკევს მათ შენიშნეს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წევრები, რომლებსაც ალ-მაჯადელის რაიონში მდებარე ობიექტში რაკეტები გადაჰქონდათ.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, რამდენიმე წუთის შემდეგ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საწყობზე იერიში მიიტანეს და „ჰეზბოლას“ აღნიშნული წევრების „ლიკვიდაცია“ მოახდინეს.















