ირანის ტერორისტული რეჟიმი წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს ახლა რაკეტებით, რომლებსაც ლონდონამდე, პარიზამდე ან ბერლინამდე მიღწევა შეუძლიათ, -ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათი განცხადებით, ირანს აქვს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რომელთა მოქმედების რადიუსი 4 000 კილომეტრია.
თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანი უკვე დაესხა თავს რეგიონის თორმეტ ქვეყანას, თუმცა მას გაცილებით დიდი ზიანის გამოწვევაც შეუძლია.
„ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა ოპერაცია „ლომის ღრიალის“ დაწყებიდან პირველად გაუშვა შორი რადიუსის რაკეტა, რომლის ფრენის რადიუსიც დაახლოებით 4000 კმ-ს შეადგენს. 2025 წლის ივნისში ოპერაცია „აღმავალი ლომის“ დროს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოავლინეს, რომ ირანის რეჟიმს განზრახული ჰქონდა, შეემუშავებინა 4000 კმ-ის რადიუსის მქონე რაკეტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ევროპის, აზიისა და აფრიკის ათობით ქვეყანას. ირანის რეჟიმმა ეს უარყო. ჩვენ ვამბობდით: ირანის ტერორისტული რეჟიმი გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს. ახლა კი, რაკეტებით, რომლებსაც შეუძლიათ ლონდონამდე, პარიზამდე ან ბერლინამდე მიღწევა. ირანის ტერორისტულმა რეჟიმმა თავდასხმები განახორციელა რეგიონში თორმეტი ქვეყნის წინააღმდეგ და ავითარებს შესაძლებლობებს, რომლებიც გაცილებით ფართო საფრთხეს წარმოადგენს“,- ნათქვამია განცხადებაში.
















