18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის ძალები: „ჰეზბოლას“ ორი მთავარი გვირაბი აღმოვაჩინეთ და გავანადგურეთ

სამხრეთ ლიბანის ქალაქ კანტარაში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ორი მთავარი გვირაბი აღმოვაჩინეთ და გავანადგურეთ,– აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათი განცხადებით, გვირაბები ტერორისტული დაჯგუფების მიერ ირანის „პირდაპირი ხელმძღვანელობით“ აშენდა.

ამასთან, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გვირაბები ათწლეულის განმავლობაში შენდებოდა, მათი სიღრმე დაახლოებით 25 მეტრი იყო.

ამასთან, ორი გვირაბი, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, მაგრამ ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, ჯამში, დაახლოებით ორი კილომეტრის სიგრძისაა.

ისრაელის თავდაცვის ძალების მოსაზრებით, მიწისქვეშა გვირაბები „ჰეზბოლას“ წევრების თავშესაფარს წარმოადგენდა, ასევე, გვირაბში ისინი გამოძახების დროს იკრიბებოდნენ, იღებდნენ აღჭურვილობას და ემზადებოდნენ ისრაელის ქალაქებზე თავდასხმისთვის.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: იარაღმა, რომლის ექსპორტზე გატანასაც ვგეგმავთ, არაერთი შემოწმება გაიარა
შემდეგი სტატიამეუფე ანტონი: იყო შემოთავაზება, ვინც ხსნის კანდიდატურას, მოდი, ხმები რომ არ დაიკარგოს, მოვხსნათო, ამ პრინციპის გამო, მოვხსენით რამდენიმემ