ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ – ერთი მეთაური

ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ ბეით ლახიას ბატალიონის მეთაური ნისამ აბუ აჯინა, 7 ოქტომბერს კიბუც ერეზზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე იყო პასუხისმგებელი.

„აბუ აჯინას ლიკვიდაცია, „ჰამასის“ მცდელობებს, რომ ჩაშალოს ისრაელის თავდაცვის ძალების სახმელეთო ოპერაციები, მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.

banner
წინა სტატიაშიცესკო – საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს არჩევნების მოდერნიზების პროცესის წარმატებისთვის
შემდეგი სტატიარატი ბრეგაძე – ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ყველა პროცედურა განხორციელებულია