ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში „ჰამასის“ ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის ლიკვიდაცია განვახორციელეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორში ღამით განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, „ჰამასის“ საბრა-თელ ალ-ჰავას ბატალიონის მეთაურის, მუსტაფა დალულას ლიკვიდაცია განახორციელეს.

ამასთან, თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა გამანადგურებელი თვითმფრინავების, საბრძოლო ვერტმფრენებისა და არტილერიის გამოყენებით „ჰამასის“ კიდევ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს.

ასევე ღამით, ისრაელის საჰაერო ძალებმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ რამდენიმე ობიექტს დაარტყეს, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების პოზიციებზე და შენობებზე, რომლებსაც დაჯგუფების მებრძოლები ისრაელის სახმელეთო ძალებზე თავდასხმებისთვის იყენებდნენ და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების პოზიციებზე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მედიკოსებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანი – 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა