ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზას საზღვარს სრულად ვაკონტროლებთ

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, მათმა სამხედროებმა ღაზას საზღვარზე კონტროლი დაიბრუნეს.

”გასული დღის განმავლობაში სასაზღვრო ღობიდან არცერთი ტერორისტი არ შემოსულა“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარმა მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, საბრძოლო-საინჟინრო ჯარები საზღვრის გალავნის ხვრელების მახლობლად მდებარე ტერიტორიების დანაღმვაზე მუშაობენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ტერორისტების მცირე რაოდენობა ისრაელის ტერიტორიაზე კვლავ იმალება.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი გენერალი ჩარლზ ბრაუნი ირანს აფრთხილებს, არ ჩაერთოს ისრაელის კრიზისში
შემდეგი სტატიაგაერო-ში ისრაელის ელჩი – ღაზაში 150-მდე მძევალია – გვსურს ყველა მათგანის უსაფრთხოდ დაბრუნება, მაგრამ ახლა ფოკუსირებული ვართ „ჰამასის“ ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობაზე