ისრაელის თავდაცვის ძალები – გასულ ღამეს „ჰამასის“ ასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამის განმავლობაში „ჰამასის“ ასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე ამბობენ, რომ აგრძელებენ თავდასხმებს ღაზის სექტორზე.

სამიზნეებს შორის იყო რაკეტების გაშვების პუნქტები, გვირაბები, სადაზვერვო ინფრასტრუქტურა, ოპერატიული შტაბები და სათავო ოფისები.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღამის განმავლობაში შეძლეს ათზე მეტი ტერორისტის ლიკვიდაცია.

banner
წინა სტატიაშირიში სუნაკი ისრაელში ჩავიდა
შემდეგი სტატიაბოტკოველი – ის, რაც ვნახეთ კობახიძისგან, არის უზრდელობა და შეურაცხყოფა