ეგვიპტე ღაზას სექტორში “ჰამასის” მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების საკითხში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კაიროს ძალისხმევა ეფექტურია და ისრაელი მას ძალიან აფასებს , – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.
“ეგვიპტე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მძევლებთან და უგზო-უკვლოდ დაკარგულებთან დაკავშირებულ საკითხებში. კაიროს ძალისხმევა ამ საკითხში ეფექტური და ძალიან ღირებულია. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვმუშაობთ ეგვიპტესთან ერთად და ძალიან მადლობელი ვართ მათი და „წითელი ჯვრის“ მიმართ”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ გუშინ კიდევ ორი მძევალი – 79 წლის ნურიტ კუპერისა და 85 წლის იოჩევედ ლიფშიცი – გაათავისუფლა.