13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის ძალები – დღის განმავლობაში დასავლეთ ირანში 400-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით

დღის განმავლობაში დასავლეთ ირანში 400-ზე მეტ სამხედრო სამიზნეს დავარტყით, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დასავლეთ ირანში დღეს განხორციელებული დარტყმების სამიზნეებს შორის ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და დრონების საწყობები იყო.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე ირანში 300-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი გაანადგურეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ სავარაუდოდ, ირანს მხოლოდ 200-მდე ბალისტიკური რაკეტის გამშვები დანადგარი რჩება.

banner
წინა სტატიაშიAxios – მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება
შემდეგი სტატიამომსახურების სააგენტო ₾13,6 მლნ ლარის სანომრე ნიშნების ფირფიტებს ყიდულობს