20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის ძალები: ბოლო 24 საათში სამხრეთ ლიბანში 65-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში სამხრეთ ლიბანში 65-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი სამიზნე იყო იარაღის საწყობები, სათვალთვალო პუნქტები და სამეთაურო ცენტრები, რომელთაც „ჰეზბოლა“ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებისა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა.

მათივე თქმით, იერიშის დროს 20-ზე მეტი ტერორისტი გაანეიტრალეს.

პარალელურად, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 მარტიდან, ლიბანში, საერთო ჯამში, სულ მცირე, 3 000 ადამიანი დაიღუპა, 9000-ზე მეტი კი დაშავდა.

ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი და „ჰეზბოლა“ კვლავ აგრძელებენ ერთმანეთზე თავდასხმებს და ორივე მხარე ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატია„ოპოზიციური ალიანსი“ 6 ძირითად პირობას ასახელებს, „რომლის შესრულებაც აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“