25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ისრაელის თავდაცვის ძალები: ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში „ჰეზბოლას“ 100 სამიზნე დავბომბეთ

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ 100 სამიზნე დაბომბეს.

IDF-ის განცხადებით, მათ სამიზნეებს წარმოადგენდა სამხრეთ ლიბანის ტიროსის რაიონში დაჯგუფების სადამკვირვებლო პუნქტები, იარაღის საწყობები და „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რეგიონში განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დროს ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, დაღუპული არის 24 წლის კაპიტანი მაოზ ისრაელ რეკანატი.

მარტის დასაწყისში „ჰეზბოლასთან“ ომის განახლების შემდეგ დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიირანის პარლამენტის სპიკერი: მსოფლიო ახალი წესრიგის ზღვარზე დგას
შემდეგი სტატიაკაია კალასი: იქ, სადაც უთანასწორობა და დისკრიმინაცია ნარჩუნდება, დემოკრატია ვერ ყვავის