ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს ევროპიდან ისრაელში აბრუნებს

ისრაელის თავდაცვის ძალები ასობით ჯარისკაცს ევროპიდან ისრაელში აბრუნებს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა გასული დღის განმავლობაში ასობით ჯარისკაცი ევროპიდან ისრაელში დააბრუნა, რათა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე ომში იბრძოლონ.

თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავები C-130 და C-130J გუშინ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გაფრინდნენ, რათა სამხედრო მოსამსახურეები ისრაელში დაებრუნებინათ.

აღნიშნული ოპერაცია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშივოლსკი – თუ ვენეციის კომისია გულისხმობს, რომ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილებები ორმაგი 2/3-ით მიიღებოდეს, ეს ჩიხში შემყვანი ფორმულაა
შემდეგი სტატიაპალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხო დერეფანს ითხოვს