ისრაელის შს მინისტრი სექსუალური სკანდალის ფონზე გადადგა

ისრაელის შს მინისტრი სექსუალური სკანდალის ფონზე გადადგა

ისრაელის შს მინისტრი სექსუალური სკანდალის ფონზე გადადგაისრაელის ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი სილვან შალომი სექსუალური სკანდალის ფონზე გადადგა – ამის შესახებ Associated Press ავრცელებს ინფორმაციას.
ყოფილი მინისტრის განცხადებით, მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ყოველგვარ რეალობას არის მოკლებული. პოლიტიკოსის თქმით, სკანდალი ნეგატიურად მოქმედებს მის ოჯახზე და ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შეასხებ. “თითქმის 23 წელია საზოგადოებას ვემსახურები როგორც დეპუტატი და მინისტრი სხვადასხვა უწყებებში ერთგულად და რუდუნებით საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე” – შალომს The Jerusalem Post ციტირებს.
ისრაელის გენერალური პროკურორის განცხადებით, მინიმუმ 7-მა ქალმა აღიარა სალომის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტი. ჯერჯერობით პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე ოფიციალურად არ აღძრულა.

ვირუსის ბლოკატორები