6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის სამხრეთში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა

ირანის სამხრეთში მდებარე გაზის ინფრასტრუქტურაზე, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანა. დარტყმები განხორციელდა ბუშერის პროვინციაში მდებარე უდიდეს გაზგადამამუშავებელ ობიექტზე.

საჰაერო იერიშზე ინფორმაცია გაავრცელა ირანის სახელმწიფო ტელევიზიამაც. ისრაელური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ფარსი/ჩრდილოეთ გუმბათის მეგა-საბადო მსოფლიოში ბუნებრივი აირის მარაგებით ერთ-ერთი ყველაზე დიდია. აღნიშნული საბადო ირანის შიდა მოხმარების დაახლოებით 70% მარაგდება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ივნისში მომხდარი 12-დღიანი ომის დროს, ისრაელმა ამავე საბადოზე მდებარე ირანულ ობიექტებზე (ირანის გარდა ამ საბადოს კატარიც ფლობს) იერიში ერთხელ უკვე მიიტანა.

მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისლამურ რესპუბლიკას შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. ოპერაციის პირველივე დღეს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები დაიღუპნენ. საპასუხოდ ირანულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ისრაელზე, ასევე სპარსეთის ყურეში განთავსებულ ამერიკულ ბაზებსა და ნავთობმომპოვებელ ინფრასტრუქტურაზე.

banner
წინა სტატიაშიფრიდრიხ მერცი: ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიხადოს
შემდეგი სტატიაირანის ომის გამო პროტესტის ნიშნად, აშშ-ს კონტრდაზვერვის შეფმა თანამდებობა დატოვა