ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად დაახლოებით 70 000 პალესტინელი დაიღუპა. ინფორმაციას დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვისსამინისტრო ავრცელებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, 10 ოქტომბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ სექტორში დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება, დაღუპულია, სულ მცირე, 354 პალესტინელი.
გამოცემის ცნობით, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს საერთაშორისო მედია ხშირად ეყრდნობა და სარწმუნოდ მიიჩნევს, თუმცა ისრაელი გამუდმებით უარყოფს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები და მას ხელოვნურად გაზრდილს უწოდებს.
ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზაზე შეტევა 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის“ მეთაურობით განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ დაიწყეს, რომლის დროსაც დაახლოებით 1200 ისრაელელი დაიღუპა, 251 კი მძევლად აიყვანეს.



















