27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ისრაელის სამხედრო ძალები: ლიკვიდირებულია „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ფრთების ორი მებრძოლი

„როიტერის“ ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო ფრთების ორი მებრძოლი.

მედიის ინფორმაციით, ჰუსეინ ქადრა და მოჰამედ ფარა მსხვილ დაფინანსების ქსელთან იყვნენ დაკავშირებული.

„როიტერი“ ისრაელის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰუსეინ ქადრა, რომელიც მოჰამედ ფარასთან ერთად ხელმძღვანელობდა ქსელს, „ჰამასის“ ხელმძღვანელობის დავალებით მოქმედებდა და „ჰამასისთვის“ 500 მილიონ შეკელზე მეტი თანხის გადარიცხვას უზრუნველყოფდა.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა: მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებით გამოვლინდა ქსელი, რომელიც საქართველოში ათეთრებდა რუსულ, სისხლიან ფულს
შემდეგი სტატიაზელენსკი: რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი ძალა ნამდვილად მშვიდობისთვის მუშაობს