5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ისრაელის სამხედრო ავიაციამ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ირანის დედაქალაქ თეირანის ცენტრის მასშტაბური დაბომბვა დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ავიაციის სამიზნე ირანის რეჟიმის ობიექტებია.

ისრაელში აცხადებენ, რომ 28 თებერვალს სამხედრო-საჰაერო ძლებმა ფართომასშტაბიანი შეტევით ჰაერში უპირატესობა მოიპოვეს და გზა გაიხსნეს თეირანისკენ.

ისრაელის სამხედროების ცნობით, ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ზუსტი, ფართომასშტაბიანი ოპერაციის სამიზნე გახდა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალების ზუსტი დაზვერვა ხელმძღვანელობდა, მაშინ როდესაც ის თეირანის ცენტრალურ სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაში“უარი უნდა თქვან ამ დაწყევლილ ბირთვულ პროგრამაზე და ისრაელი, როგორც სახელმწიფო უნდა აღიარონ” – პაატა ზაქარეიშვილი ირანზე
შემდეგი სტატიაპაკისტანში ასობით მომიტინგე აშშ-ის საკონსულოში შეიჭრა – დაღუპულია რამდენიმე მოქალაქე