6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანსა და ისპაჰანში სამხედრო ობიექტები დაბომბეს

საჰაერო ძალებმა თეირანსა და ისპაჰანში სამხედრო ობიექტები დაბომბეს, – განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

„თეირანში დაიბომბა რეჟიმის მიერ იარაღის წარმოებისთვის გამოყენებული ინფრასტრუქტურა და ობიექტები, კერძოდ, ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისპაჰანში ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარები და რაკეტების შესანახი ობიექტები დაბომბეს.

ასევე, ირანული მედიის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში, მეჰრაბადის აეროპორტს დაარტყეს.

banner
წინა სტატიაში“უცხო ქვეყნის მოქალაქემ დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ დათესა და მოიყვანა “კანაფი” – პროკურატურა
შემდეგი სტატიაკატარმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა