3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ისრაელის საჰაერო ძალებმა გასული დღის განმავლობაში ირანში, ბალისტიკური რაკეტების, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის 120-ზე მეტი სამიზნეს დაარტყეს

The Times of Israel-ი ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა გასული დღის განმავლობაში დასავლეთ და ცენტრალურ ირანში ბალისტიკური რაკეტების, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის 120-ზე მეტი სამიზნეს დაარტყეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, სამიზნეები მოიცავდა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბალისტიკური რაკეტების ობიექტებს, დრონების საწყობებსა და გაშვების ადგილებს, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

„განადგურებული თავდაცვითი სისტემები საფრთხეს უქმნიდა ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავებს და მათი განადგურება ხელს უწყობს ისრაელის საჰაერო ძალების საჰაერო უპირატესობის შენარჩუნებას ცაში“, – აღნიშნული ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს: აზერბაიჯანის მოქალაქე აფგან სადიგოვი ადმინისტრაციული წესით, სოციალურ ქსელში “პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის” დააკავეს
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს